ინტელექტ-ჩემპიონატ ეტალონის მეორე ტურის საუკეთესო 10 მონაწილე გამოვლინდა, სადაც 5 კომაროველი იყო!

კომაროვის სკოლაში პროექტების სამსახურმა (ხელმძღვანელი დიანა არჯევანიძე) ინტელექტ-ჩემპიონატ ეტალონის პირველი ტური ჩაატარა, სადაც გამოვლინდა 18 გამარჯვებული მოსწავლე შემდეგი ტურის ასპარეზობისათვის.


მეორე ტური ვაკის რაიონის მოსწავლეებს შორის 18 მაისს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა.


შედეგების მიხედვით საუკეთესო 10 მონაწილე გამოვლინდა, სადაც 5 კომაროველი იყო.  მათგან პირველი ადგილი მე-11 კლასის მოსწავლემ - მარიამ ტყეშელაძემ დაიკავა, ხოლო მეორე ადგილი - მე-9 კლასის მოსწავლე, ნიკა ვარდოშვილმა. ისინი საქართველოს ეტალონის მოსწავლის გამოსავლენად გამართულ ფინალში მიიღებენ მონაწილეობას.


კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს მათ!


ზემოთ